რეზონანსი
11.02.2026

ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს - ეს, რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს, - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რეზო ვაშაკიძემ პარლამენტის დროებით კომისიაზე განაცხადა.

მან ამით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის კითხვას, „დაანონსებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა აისახება თუ არა ფასწარმოქმნის პროცესზე“.

„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს. რამდენით მოიმატებს, არ ვიცი. გაზზე წელს არ იქნება ცვლილებები, იმიტომ, რომ ჩვენ ხელშეკრულებას 2027 წლამდე მოვაწერეთ ხელი. დენის ფასის გაზრდა, რასაკვირველია, იმოქმედებს თვითღირებულებაზე“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

დეპუტატ ქეთევან ბაკარაძის კითხვაზე კომენტარი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაც გააკეთა.

„კომუნალური ხარჯები საერთო საოპერაციო ხარჯებში 1.5-2%-მდეა. თქვენს კითხვაზე ვცემ პასუხს, რომ 2% არის საოპერაციო ხარჯების მაქსიმუმი. ამიტომ ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც როგორ მივეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესს, რათა უფრო მეტი რეალიზაციის წერტილი ჰქონდეს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×