რეზონანსი
11.02.2026

კომპანია "სანტეს" წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კომპანია დგას. 

გიორგი გეწაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ის ასევე, მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და მეტი რძის მწარმოებელი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და საბოლოო პროდუქტის ფასიც შემცირდება.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. თუ რამენაირად მოხდება ის, რომ ეს სექტორი განვითარდება, ფერმერებს ვგულისხმობთ, რომლებიც რძეს აწარმოებენ.... ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, მაგალითად „ყვარლის ბაგის“ და ასევე სხვებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა რაც უფრო მეტი ასეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის იმიტომ, რომ რძის ფასი ამით გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას.“- აღნიშნა კომპანიის იურისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×