
საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ ევროპა და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის, ევროპისა და მაკრონის მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ თავი მორალურ აქტორებად მოჰქონდათ მაშინ, როცა მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური ლიდერები მეომრების მანტიაში არიან შემოსილნი.
„საფრანგეთის, ევროპისა და ემანუელ მაკრონის მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ თავი მორალურ აქტორებად მოჰქონდათ მაშინ, როცა მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური ლიდერები მეომრების მანტიაში არიან შემოსილნი“, - თქვა ბარდელამ.
მისი განცხადებით, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერები მხოლოდ ძალის პოზიციიდან საუბრობენ.
„მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ლიდერებს, და სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ ტრამპი, პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი და ერდოღანი, ესმით და რეაგირებენ მხოლოდ ძალთა ბალანსზე“, - დასძინა ფრანგმა პოლიტიკოსმა.