რეზონანსი
11.02.2026

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მსხდარი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. 

ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 

შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება,  ამ დრომდე შეზღუდულია.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×