რეზონანსი
11.02.2026

ყველასთვის ცნობილია, რა როლს თამაშობდნენ შვედი პოლიტიკოსები იმის წასახალისებლად, რაც საქართველოში ხდებოდა. ისინი აქ მყოფ ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებდნენ მაიდანიზაციისკენ და აცხადებდნენ, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო და იქნებ, ნელ-ნელა გაზრდილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, როცა სხვა ქვეყანაში მოსახლეობას ასეთი სახის არაკანონიერებისკენ მოუწოდებ.

„მაიდანი როგორ განვითარდა და როგორი მსხვერპლი იყო, ყველამ კარგად იცის. ფაქტობრივად, შვედი პოლიტიკოსები ქართულ მოსახლეობას მსხვერპლისკენ მოუწოდებდნენ. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მეგობრად რჩება. ასეთი მეგობრობა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ხალხს, ვისაც მეგობარს უწოდებ, ისეთი არეულობისკენ უბიძგებ, რომელიც მსხვერპლით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×