რეზონანსი
11.02.2026

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, ევროკავშირი ხშირად სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ.

მისი თქმით, ევროკავშირისგან თავის დაღწევის და როგორც ევროპული ქვეყნების, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენის დროა.

"ევროპული ერები იმსახურებენ მათი სუვერენიტეტის პატივისცემას, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დროა, ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღვუდგინოთ ცალკეულ ერებს, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში." - წერს კონგრესმენი X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×