რეზონანსი
11.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

მათივე ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "მეთადონი" , გამომშრალი "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი".

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×