რეზონანსი
10.02.2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ფასების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე ისაუბრა, რომელიც აქტიურ მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროცესი გამჭვირვალე იყოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირ ეთერში პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ საკითხს ეხება. საპარლამენტო კომისია ხელს შეუწყობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში თვალყური მიადევნოს პროცესს და მთლიანად შეხედავენ, პროცესი დასაწყისიდან ბოლომდე როგორ მივა.

დარწმუნებული ვარ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვიხილავთ კომისიაზე და მთლიანი გუნდით შევეცდებით, რომ ოქრის შუალედი დავიჭიროთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ საყურებელი სეირი არ იყოს, არამედ იყოს რეალურად გადადგმული ნაბიჯები, რომ ფასებმა დაიკლოს და ბიზნესის ინტერესებიც არ დაზარალდეს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს და საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×