რეზონანსი
10.02.2026

საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათთან ერთად პროკურატურა ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ედავება. საუბარია საბოტაჟზე, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა და სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაზე.

სასამართლოში მიმდინარე ამ საქმეზე მმართველ გუნდში დღეს შეფასებები გაკეთდა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარად ნორმად მოინდომეს დაემკვიდრებინათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეგეძლოს შენ ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, საბოტაჟი და მტრული ქმედებაც კი ჩაგედინა და ეს გასაღებული იქნებოდა, რომ ეს არის თავისუფალი აზრის გამოხატვა და ერთგვარი პროტესტის ფორმა. არადა კანონმდებლობა ამას მკაფიოდ არეგულირებს. სწორედ ამ კანონის მიხედვით უწევს ყველა ამ ადამიანს დღეს პასუხის გაცემა სასამართლოში," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×