ნატალია ჯვარიძე
09.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აპრილში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს, წლის ბოლოს კი თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უმასპინძლებს. „მე იქ აპრილში მივდივარ, ის კი წლის ბოლოსკენ ჩამოვა. ის თეთრ სახლში მოდის, დიახ, წლის ბოლოსკენ", - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მასსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია, რომ მე კარგი ურთიერთობა მქონდეს და მისთვისაც, რომ მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს - ეს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნა ტრამპმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ტრამპის მიზანია " ჩინეთთან გლობალურად ურთიერთობის დალაგება და მეორეს მხრივ, მისი შეკავება შემდგომი ეკონომიკური და ღრმა ექსპანსიისგან".

"ეს არის თეთრი სახლის წინასწარ გაცხადებული პროგრამა, რომ მოხდეს ჩინეთთან ერთის მხრივ, გლობალურად ურთიერთობის დალაგება და მეორეს, მხრივ, მისი შეკავება შემდგომი ეკონომიკური და ღრმა ექსპანსიისგან.

მხედველობაშია ის, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში, სადაც ტრამპი თავის ექსკლუზიურ გავლენას აცხადებს, ჩინური ბიზნესგავლენები არ უნდა იყოს და მითუმეტეს, იქ გარკვეული წინსვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების შესყიდვებში.

ეს პრინციპი, რომელიც ტრამპსა და სი ძინპინს შორის არის ზოგადად, შეიძლება აღიწეროს, როგორც მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპი - ჯერ დროებით დაეჯახებიან ერთმანეთს ტარიფების გაზრდით, შემდეგ კი მოლაპარაკების პროცესზე გადადიან. აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ

  • გლობალურ მნიშვნელოვან თამაშში ტრამპს მიაჩნია თანასწორ და დასალაპარაკებელ ობიექტებად ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი. სხვა დანარჩენი მისთვის ნაკლებად პრიორიტეტია, თუნდაც ევროკავშირი", - განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×