
ბრიუსელში არის ასეთი თამაშები, რომ საქართველოს სხვადასხვა მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებენ, ეს არის ბრიუსელის თამაში, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე
„ბრიუსელი ყურადღებას არ აქცევს სასტიკ იძულებით სამხედრო მობილიზაციას უკრაინაში. სამწუხაროდ, დღეს მოვისმინეთ სიახლე, რომ კიდევ ერთი უნგრელი დაიღუპა უკრაინაში ომში, რომელსაც ჰყავდა სამი შვილი. ჩვენ მყისიერად დავუკავშირდით მის ოჯახს და გვსურს აღმოვუჩინოთ ყველა შესაძლო დახმარება მათ.
მსურს, ქვეყნებში იყოს მშვიდობა და არ იყოს საჭიროება მუდმივი სამხედრო სამსახურისა. ბრიუსელსა და რამდენიმე ქვეყანას სურს ომო. ჩვენ არ გვსურს უნგრეთის ახალგაზრდა მოსახლოება ომში იღუპებოდეს“, - აღნიშნა სიიარტომ.