რეზონანსი
09.02.2026

ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა, დაეთმო საკუთარი სუვერენიტეტი, დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში, ისინი ასევე მოხარულები იქნებოდნენ, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ.

„ისინი შეაქებდნენ, თუ გეი ქორწინება დაკანონდებოდა საქართველოში. ვინაიდან, საქართველოს არ სურს ამის გაკეთება, შესაბამისად, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ. სუვერენული, პატრიოტული მთავრობები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენენ, ვერ ენდობიან ბრიუსელს. ჩვენ ვართ იღბლიანი სახელმწიფოები, რადგან საქართველოში ჰყავთ ასეთი მთავრობა, ასევე  – უნგრეთში. ჩვენ გვმართავს ჩვენი მთავრობები და არა  – ბრიუსელი“, – განაცხადა სიიარტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×