რეზონანსი
09.02.2026

სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის, მიგრაციის კუთხით. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად, თავად მიიყვანა ევროპულმა ბიუროკრატიამ აქამდე ევროკავშირი, მათ შორის, აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, რომელმაც შეუქმნა სერიოზული პრობლემები ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები, სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის, მიგრაციის კუთხით. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×