რეზონანსი
09.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აპრილში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს, წლის ბოლოს კი თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უმასპინძლებს.

„მე იქ აპრილში მივდივარ, ის კი წლის ბოლოსკენ ჩამოვა. ის თეთრ სახლში მოდის, დიახ, წლის ბოლოსკენ“, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მასსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია, რომ მე კარგი ურთიერთობა მქონდეს და მისთვისაც, რომ მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს - ეს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×