მარიამ ვეკუა
09.02.2026

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში გენერალ- ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინის სპეცსამსახურები იდგნენ - უწყების ვერსიით, თავდამსხმელი უცხოეთის სადაზვერვო ქსელთან იყო დაკავშირებული და ოპერაცია საერთაშორისო რეკრუტირებისა და დაფინანსების სქემით ხორციელდებოდა, მაშინ როცა კიევს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის შემსრულებელი, ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.

„მკვლელობის მცდელობის ფაქტობრივი შემსრულებელი ლიუბომირ კორბა იყო, ვიქტორ ვასინი კი მისი თანამზრახველი. ლიუბომირ კორბა 2025 წლის აგვისტოში ტერნოპილში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა გადაიბირა", - აღნიშნულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ამტკიცებს, რომ ლიუბომირ კორბას ვაჟი, ლუბოშ კორბა, პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით რეკრუტირებაში მონაწილეობდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ლიუბომირ კორბა რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა და თვეში 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სამხედროების, მათ შორის ალექსეევის, თვალთვალი დაიწყო.

  • ეფ-ეს ბე: „უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას მკვლელობის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში მას 30 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა", 

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას მკვლელობის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში მას 30 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა", - აცხადებენ უწყებაში.

თუ ამ ინფორმაციებს დავეყრდნობით, ირკვევა ისიც, რომ მკვლელობის მცდელობის დღეს კორბა რუს გენერალს ლიფტთან დაელოდა და ოთხჯერ ესროლა, რის შემდეგაც დუბაიში გაფრენის ინსტრუქცია მიიღო, საიდანაც რუმინეთში, შემდეგ კიევში უნდა გამგზავრებულიყო.

„ფე-ეს-ბე" მკვლელობის მცდელობის კიდევ ერთი თანამონაწილე, ვიქტორ ვასინზე ავრცელებს ინფორმაციას, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის" მხარდამჭერი იყო და თავდასხმის მზადებაში ტერორისტული მოტივით მონაწილეობდა. მან კორბასთვის ბინა იქირავა და მგზავრობის ბილეთები უყიდა.

უკრაინულ მხარეს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

 

რა მოხდა

მოსკოვში რუსეთის სამხედრო ძალების მაღალჩინოსანი რამდენჯერმე დაჭრეს. დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, 64 წლის გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რუსული მედია წერს, რომ კორბამ 6 თებერვალს, ალექსეევს ცეცხლი მაყუჩიანი „მაკაროვის „სისტემის პისტოლეტიდან გაუხსნა და მიიმალა. რუსი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კოლბა რუსეთიდან გაიქცა. დუბაიდან ექსტრადირების შემდეგ, იგი მოსკოვში დააკავეს.

ალექსეევი რუსეთის GRU-ს სამხედრო დაზვერვის მთავარი დირექტორატის მეორე ნომერია, გარდა ამისა ალექსეევი მაღალჩინოსანი სამხედრო პირია. ის აქტიურად იყო ჩართული უკრაინის ომში.

რუსმა მაღალჩინოსნებმა უკრაინა მაშინვე დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ უკრაინული მხარე ომის დასრულების მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობდა.

ალექსეევის მეზობელმა სააგენტო „როიტერსს" განუცხადა, რომ ის „რამდენიმე" გასროლის ხმამ გააღვიძა და შემდეგ სხვა მეზობლის ყვირილის ხმა გაიგონა, რომელიც დახმარებას ითხოვდა.

ადრე ალექსეევს სირიის სამოქალაქო ომში მოსკოვის სამხედრო ჩარევის დროს შესრულებული როლისთვის რუსეთის გმირის წოდებაც მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×