რეზონანსი
09.02.2026

"დებატები ძალიან კარგი ინიციატივაა, მით უმეტეს თემაზე, რომელიც წლებია აღელვებს ჩვენს მოსახლეობას," - ეს განცხადება "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დღეს, "რუსთავი 2"-ის ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩემი აზრით, მთავრობის მიდგომაა არასწორი და არაფერს შუაში არის ბიზნესში ცხვირი ჩაყო და იქ გაარჩიო ვის რა და როგორი მოგება, როგორი ფასი აქვს, იმიტომ, რომ ფასები ჩვენს ქვეყანაში იზრდება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად. ჯობია მთავრობის მხარეს არსებულ პრობლემებზე იფიქროს მთავრობამ, ეროვნულ ბანკს მიხედოს და ამით პრობლემა მოგვარდება", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს საჯარო დებატების დღეა. დისკუსია გაიმართება ფასების რეგულირებაზე. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პირველი დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად, დისკუსიაში მონაწილეობას აპირებს გახარიას პარტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×