|

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ მეტა-კვლევაში Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda შეფასებულია საქართველოს როლი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ დერეფანში. დოკუმენტში შავი ზღვა და მისი მოსაზღვრე ქვეყნები ნახსენებია, როგორც „გადამწყვეტი სატრანზიტო კვანძი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის (TITR), რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ანგარიშის თანახმად, რეგიონის დაკავშირებადობისთვის საქართველოში რამდენიმე კონკრეტულ პროექტს არსებითი მნიშვნელობა აქვ: ანაკლიის პორტი: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მიჩნეულია აუცილებლად შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საქართველოს სანაპიროზე უფრო დიდი გემების მიღების შესაძლებლობისთვის“.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი: პროექტი შეფასებულია, როგორც „საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა“, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან (ENTSO-E).სარკინიგზო და საგზაო ქსელი: ხაზგასმულია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების საჭიროება.ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა, კვლევა ყურადღებას ამახვილებს „რბილ დაკავშირებადობაზე“. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორების შემდგომი რეფორმირება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საბაჟო პროცედურების ციფრული ტრანსფორმაცია, ე.წ. „ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება.კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული და რეგულატორული მზაობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე. დოკუმენტის თანახმად, ამ პროექტების რეალიზაცია მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას და რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|