რეზონანსი
08.02.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ.

„რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელა უკრაინაზე: 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის, თითქმის, 40 რაკეტა. ამ იარაღის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა უცხოური კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომლის მოპოვებასაც რუსები სანქციების მიუხედავად აგრძელებენ. სწორედ ასეთი კომპანიების, რაკეტებისა და დრონების კომპონენტების მიმწოდებლებისა და მწარმოებლების წინააღმდეგ ვაწესებთ ახალ სანქციებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ზელენსკის თქმით, დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. კერძოდ, კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა მეშვეობითაც რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების მიწოდებისთვის თანხების გადახდა ხდება.

„სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის კრიპტო ბაზრისა და მაინინგის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებების ნაწილი შევა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან და ვზრდით ზეწოლას აგრესორზე“,- წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×