რეზონანსი
07.02.2026

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს საერთო ხედვა აერთიანებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: „დიფ სტეიტის“ გავლენების განეიტრალება და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის დამყარება და ომების ნაცვლად სტაბილური განვითარების არჩევა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა: „დიფ სტეიტის“ გავლენების განეიტრალება და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის დამყარება და ომების ნაცვლად სტაბილური განვითარების არჩევა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება, ხალხის ნებაზე დაფუძნებული დემოკრატია და არა გარე ზეწოლა. ეს დიალოგი ადასტურებს, რომ საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე და პარტნიორობა მომავალშიც შეიძლება იყოს დინამიკური, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული“, - წერს კოჭლოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×