რეზონანსი
07.02.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. Al Jazeera-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, არსებობს თუ არა აშშ-სთან ომის შესაძლებლობა, არაღჩიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.

„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ (აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში) ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები - და ამათ შორის განსხვავებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ მხარეს შორის ნდობის საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ომის გამო, ნდობის აღდგენისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×