რეზონანსი
07.02.2026

დედაქალაქი მერი კახა კალაძე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ-გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს ქვეყნის გარედან ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელი ფაქტია.

„ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ. ამაში ჩართულნი იყვნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ელჩები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ არავის დაუგმია აღნიშნული ძალადობა, პირიქით მუდმივად ახალისებდნენ. ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ვინც ანგრევენ, ამტვრევენ, ძალადობენ პოლიციელებზე და მათ შესაბამის პასუხს სცემენ. ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×