რეზონანსი
07.02.2026

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით მასობრივი საჰაერო შეტევა განახორციელა უკრაინის რივნეს, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რივნეს ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დენი და წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.

ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ტურინის განცხადებით, რუსეთმა შეტევა დრონებითა და რაკეტებით განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ერთმა ადამიანმა ფეხის ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამთენიისას, რუსეთმა მასობრივი შეტევა მიიტანა ლვოვის ოლქზეც. რუსეთის შეიარაღებული ძალები ლვოვის ოლქს ბომბავდა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი სახლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×