რეზონანსი
06.02.2026

სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდზე გაზიარებული რასისტული შივიდეო, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მაიმუნების სახით იყვნენ გამოსახულები, წაიშალა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვიდეო თანამშრომელმა შეცდომით განათავსა სოციალურ ქსელში.

„თეთრი სახლის თანამშრომელმა შეცდომით გამოაქვეყნა ეს პოსტი. ის უკვე წაშლილია“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა „სიენენთან“ საუბრისას.

როგორც „სიენენი“ წერს, ვიდეო დაახლოებით 12 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.

მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტიც გამოეხმაურა ვიდეოს.

„ეს არის ინტერნეტ მიმი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი ჯუნგლების მეფედ არის ნაჩვენები, ხოლო დემოკრატები მეფე ლომის პერსონაჟებად. გთხოვთ, შეწყვიტოთ ამ თემაზე ზედმეტი რეაქცია და დაწერეთ რაღაც ისეთი, რაც ნამდვილად აინტერესებს ამერიკელ საზოგადოებას“, – განაცხადა ლივიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×