რეზონანსი
06.02.2026

ქვეყანაში ყოველ მეორე ადამიანს ვალი აქვს - მათი დიდი ნაწილი კი აღებულ ვალებს ვეღარ იხდის. კრედიტინფოს ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 369 974 -მა ადამიანმა სესხი დროულად ვერ გადაიხადა, ანუ შავ სიაში აღმოჩნდა და ახლა ტვირთად კიდევ ჯარიმაც აწვება. ბოლო 1 წელში გაზრდილია იმ მსესხებლების რიცხვი, ვინც ვადაგადაცილებაშია. ოფიციალური სტატისტიკით, თითქმის 2 მილიონ მოქალაქეს აქვს საფინანსო სექტორის ვალი, ეს კი ისეთ პატარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

დაახლოებით მოსახლეობის 10 პროცენტი ვეღარ იხდის ვალებს, მდგომარეობა უარესდება და ჩნდება კითხვა - სად არის ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ასე ამაყობს "ქართული ოცნება"? პრობლემური სესხები ძირითადად ლომბარდში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშია, ანუ ისეთი მცირე ვალდებულებები, რომელსაც მაღალი პროცენტი აქვს და მოქალაქეები მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში იღებენ.

შავ სიაში სესხების გამო მოხვედრილი ადამიანების რიცხვი რომ იზრდება, ეს ძალიან კარგი ინდიკატორია მძიმე სოციალური ფონის. ეკონომიკური ზრდა კი მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე ნაწილდება, მოსახლეობა ამ სიკეთეს ვერ გრძნობს. ვალები, რომლებსაც ვერ იხდიან, ძირითადად ლომბარდებში ჩატოვებულ ნივთებს ნიშნავს - ოქროს, ავტომობილებს, ტექნიკას - ხშირად ადამიანი ლომბარდს ელემენტარული საჭიროების გამო, სულ მცირე თანხისთვის მიმართავს. "ქართულ ოცნებას" არ სურს იმ მძიმე რეალობის დანახვა, რომელშიც მოსახლეობა ცხოვრობს. არგუმენტად მხოლოდ ის აქვს, რომ სხვა ქვეყნებშიც აქვთ პრობლემები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×