რეზონანსი
06.02.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის ყოველთვის მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული განცხადება გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

მერცის თქმით, მოსკოვთან კონტაქტი უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურ ხაზს არ უნდა წარმოადგენდეს. ის სამშვიდობო ძალისხმევას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ. ახლა აბუ-დაბიში კოორდინირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები მეტად წარმატებული იყოს, მზად ვართ. მაგრამ ჩვენ კომუნიკაციის არანაირ პარალელურ არხებს არ გავხსნით“, - თქვა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×