რეზონანსი
06.02.2026

2026 წლის იანვარში, საქართველოს სავალუტო რეზერვები 141 მილიონი დოლარით, 6.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთწლიან ჭრილში კი სავალუტო რეზერვები 1.86 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც როგორც სებ-ის მიერ განხორციელებულ წმინდა შესყიდვებს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით, 1.14 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთწლიან ჭრილში კი ოქროს რეზერვების მოცულობა 498 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ჯერჯერობით, სებ-ის მიერ იანვრის განმავლობაში უცხოური ვალუტის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა, მას სებ-ი 25 თებერვალს გაასაჯაროებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×