
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, არაღიარება პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მრავლად არის დიდი თუ პატარა ქვეყნების ინტერესები.
„მთელ მსოფლიოში პრობლემაა და გამოწვევად რჩება, უცხო ქვეყნიდან უცხოური ძალების და თანხების მოქმედება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვადარდებს, სადაც მრავლად არის დიდი თუ პატარა ქვეყნების ინტერესები. ამ მიზნების მისაღწევად არეულობის მოწყობის მცდელობებიც ვნახეთ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს, არეულობა, დესტაბილიზაცია, არაღიარება და ა.შ. გერმანიის მაგალითი ავიღოთ. მათი ცნობილი ფრაზაა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, მაგრამ ეს გაცვდა. როგორ გვგონია? გერმანიაში მიმდინარეობა იყო, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდნენ, რომ გერმანული სახელმწიფო ინსტიტუტი არ ეღიარებინათ, რადგან ამ მიმდინარეობას თავად ჰყავდა მეფე, საკანონმდებლო ორგანო და ა.შ. ამმიმდინარეობას ათასობით მომხრე ჰყავდა. გერმანიაში ასეთი მიმდინარეობა აიკრძალა. სამი წლის წინ ვამბობდით, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ უცხო ძალების დაცვისგან გვჭირდებოდა, ახლაც მართლები აღმოვჩნდებით და ვამბობთ, ეს ცვლილებებიც გვჭირდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.