რეზონანსი
06.02.2026

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა აღიარა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ იზოლაციისა და სანქციების არაეფექტურობა, - ამის შესახებ ესტონური მედია სტატიას აქვეყნებს.

პრეზიდენტის განცხადებებმა, რომლებიც მან უცხოურ მედიასთან ინტერვიუებში გააკეთა, იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან კონტაქტების აღსადგენად, და რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა, მშვიდობის სანაცვლოდ, უარი თქვას ტერიტორიებზე — მთავრობისა და რიგი ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

"იზოლაციის პოლიტიკა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ჩვეულებრივ არ მუშაობს. სანქციებიც მხოლოდ დროებით მოქმედებს და არა განუსაზღვრელი ვადით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ“, - ციტირებს კარისის სიტყვებს ესტონური მაუწყებელი ERR და დასძენს, რომ პოლიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის სამუდამო იზოლაციაში შენარჩუნების შეუძლებლობას.

"ახლა საჭიროა, ერთმანეთში განვიხილოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც თქვა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. მაგრამ საკითხი ისიც არის, რომ იზოლაციის პოლიტიკა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ჩვეულებრივ არ მუშაობს. სანქციებიც მხოლოდ დროებით მოქმედებს და არა უსასრულოდ. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ, რა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მზად იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად", — განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×