რეზონანსი
05.02.2026

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა გაწყვიტა კონტაქტი პოლონეთის სეიმის მარშალთან, ვლადიმირ ჩაჟასტისთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და უარი თქვა მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინაციაზე.

„ჩვენ აღარ გვექნება არანაირი საქმიანი ურთიერთობა, კონტაქტი ან კომუნიკაცია სეიმის მარშალთან, რომლის აღმაშფოთებელმა და უმიზეზო შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის მისამართით, იგი სერიოზულ დაბრკოლებად აქცია პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენს ბრწყინვალე ურთიერთობებში", - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს ან პატივი არ სცეს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×