რეზონანსი
05.02.2026

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო სომხეთისთვის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა. ჩვენ ამას ვაკვირდებით, მაგრამ თქვენი პოზიციის შესახებ თქვენ იცით. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ", - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსული მხარე „ელის, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 2015 წელს გაწევრიანების შემდეგ მიღწეულ შედეგებს გაითვალისწინებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×