რეზონანსი
05.02.2026

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. კენჭისყრაზე, მთავრობის წინააღმდეგ ხმა 84-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააფიქსირა, თუმცა უნდობლობის გამოცხადებისა და მთავრობის გადაყენებისთვის 101 ხმა იყო საჭირო.

დებატები ჩეხეთის პარლამენტში 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც დეპუტატები განიხილავდნენ კონფლიქტს ჩეხეთის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

სამთავრობო სკანდალი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტრ მაცინკის მიერ პრეზიდენტ პეტრ პაველისთვის გაგზავნილ შეტყობინებას მოყვა, რომელშიც მინისტრი შანტაჟის ფორმით ცდილობდა პრეზიდენტს გარემოს დაცვის მინისტრად „ავტომობილისტების“ წევრი ფილიპ ტურეკი დაენიშნა.

პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მანამდე უკვე უარი თქვა ტურეკის მინისტრად დანიშვნაზე, იმ მიზეზით, რომ აღნიშნული პირი ჰომოფობიური, რასისტული და ანტისემიტური კომენტარების გამო გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა.

შანტაჟის მცდელობის გამო, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს მოუწოდა, გაეთავისუფლებინა მაცინკი, რის შემდეგაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ბაბიშისა და პაველის შეხვედრის შემდეგ, ტურეკის მინისტრად დანიშვნის საკითხმა აქტუალობა დაკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×