
აშშ-ის, გრინვიჩის პოლიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 28 იანვარს დააკავა 48 წლის ქართველი კაცი, რომელსაც ბრალად 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედება.
როგორც პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაკავება 2025 წლის ოქტომბრიდან დაწყებული საცხოვრებელი სახლების ძარცვის სერიების გამოძიებას მოჰყვა. რის შედეგადაც გაიცა გრიგოლი ჩაფიჩაძის დაკავების ორდერი.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჩაფიჩაძემ გაძარცვა მრავალი საცხოვრებელი როგორც გრინვიჩში, ასევე კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ქანაანში. მის მიერ მოპარული ნივთების სავარაუდო ჯამური ღირებულება, 1,015,115.00 აშშ დოლარს შეადგენს.
“დეტექტივებმა გამოავლინეს ძარცვის თანმიმდევრული და გამორჩეული მოქმედების წესი. საფუძვლიანი გამოძიების შემდეგ, დეტექტივებმა შეძლეს აღნიშნულ დანაშაულების ჩაფიჩაძესთან დამაკავშირებელი მტკიცებულებების მოძიება,“- აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
დაკავებულს პირველი და მეორე ხარისხის ქურდობაში წაუყენეს ბრალი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებებია. როგორც გრინვიჩის პოლიცია იუწყება, ჩაფიჩაძეს გირაო სასამართლომ 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობით განუსაზღვრა.
წყარო: ambebi.ge