რეზონანსი
05.02.2026

"აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია - კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების წინააღმდეგ", - ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი საგამოძიებო მასალას ავრცელებს. ჟურნალისტი წერს, რომ ბრალდებების ეპიცენტრშია სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ ვიკერი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოების ყველაზე რადიკალური მომხრეა.

ირკვევა, რომ კომისიაში გამოვლინდა მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ფინანსური მაქინაციების მრავალი ფაქტი. ბრალდებები მოიცავს: ფინანსურ დარღვევებს, კავშირებს საეჭვო პირებთან და არალეგალურ დახმარებას, რაც სცილდებოდა კომისიის ოფიციალურ უფლებამოსილებას.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ჰელსინკის კომისიის იმ მავნებლურ პოზიციასა და პოლიტიკაზე, რასაც დღესდღეობით ეს კომისია პრაქტიკულად ეწევა. ამ ინფორმაციის ფონზე, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ და ვთქვათ, რომ სწორედ უცხოური ჩარევებით, ჰელსინკის კომისია ცდილობს, საკუთარი ნება-სურვილი რადიკალიზმის პროპაგანდის კუთხით თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს, ობიექტურ გარემოებებზე არ მოახდინოს რეაგირება და მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელოს, რაც ამ მდარე ძალებს აწყობთ.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ შეფასებული ჰელსინკის კომისია მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ როლს ასრულებს დღევანდელ რეალობაში დემოკრატიული სამყაროს განვითარებისთვის", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×