რეზონანსი
05.02.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ წარმატებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. მათ შორის განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თბილისში, სამართალდამცველების მიერ საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ჩართული პირებისა და რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების წევრების გამოვლენა-დაკავების მიმართულებით, ბოლო პერიოდში გაწეულ ძალისხმევას. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დედაქალაქში მართლწესრიგის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×