რეზონანსი
04.02.2026

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, მიგრანტების ნავისა და სანაპირო დაცვის გემის შეჯახების შედეგად, 15 მიგრანტი დაიღუპა, - იუწყება Reuters-ი სანაპირო დაცვის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, მათ შენიშნეს ნავი, რომელსაც მიგრანტები თურქეთის სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარე ქიოსის კუნძულის მიმართულებით გადაჰყავდა და უკან დაბრუნება უბრძანეს.

"კონტრაბანდისტები სანაპირო დაცვის გემისკენ მანევრირებდნენ, რამაც შეჯახება გამოიწვია“, - განუცხადა სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა Reuters-ს.

სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 25 მიგრანტი გადაარჩინეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ქალი, მოგვიანებით გარდაიცვალა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

Reuters-ი წერს, რომ შეჯახების გარემოებების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო. მიგრანტების ეროვნება ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად, სანაპირო დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამთავრობო მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბორტზე დაახლოებით 30-35 ადამიანი იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×