რეზონანსი
04.02.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას.

„დუბაიში, 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს დურო მაცუტს. საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას, რაზეც რეგულარული მაღალი დონის დიალოგი და მზარდი დარგობრივი თანამშრომლობა მეტყველებს. ვისაუბრეთ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×