
მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ბევრი საკითხი, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს.
„აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს. რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხებზე საუბარი ჰქონდა. მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება მსოფლიო პროცესები. საჭიროა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტში იყოს განხილული. ჩვენ შანსი გვაქვს, რონ ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემაც.