რეზონანსი
04.02.2026

ესეც ჩვენ ვართ?! დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში, საქართველოს მაგალითი არის ამის ყველაზე მძიმე შემთხვევა, როდესაც პირდაპირ ელჩი ჩაერია არჩევნებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნებში.

პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები და ქმედებები ყოველთვის სიმართლეს ეფუძნება და ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ ეს სიმართლე აღიარებულ იქნას.

„ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე და სწორედ სიმართლეს რომ ეფუძნება ყველა ჩვენი მოქმედება და განცხადება, ამიტომაც არის, რომ ხანდახან საჭიროა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე, შეიძლება რამდენიმე წელი, რომ ჩვენი სიმართლე გამოაშკარავდეს ან აღიარებულ იქნას, თუმცა ფაქტია, რომ ყოველთვის ჩვენი სიმართლე აღიარებულია. ერთ-ერთი სიმართლე სწორედ ეს არის, რომ, დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში, საქართველოს მაგალითი არის ამის ყველაზე მძიმე შემთხვევა, როდესაც პირდაპირ ელჩი ჩაერია არჩევნებში, საარჩევნო კამპანიაში იყო თავად ჩართული, მეორე - ბრიუსელის დაფინანსებით მათ მიერ დაქირავებული NGO-ების მონაწილეობით და მას შემდეგ, რაც დამარცხდნენ 2024 წლის არჩევნებში, მცდელობით, რომ ძირი გამოეთხარათ დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნებისთვის. აუქმებენ მილიონ ორასი ათას ამომრჩეველს, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ეს ხალხი ან უნდა გაყარონ ქვეყნიდან, ან რეზერვაცია უნდა შეუქმნან და იქ შეყარონ, რადგან მათი აზრი აზრი არ არის, ისინი მოქალაქეები არ არიან და მარტო ის რამდენიმე ასეული „ენჯეოშნიკი“, რომელსაც ფულს უხდიან და არქმევენ ქართველ ხალხს, ისინი არიან თურმე ქართველი ხალხი. ის ცივილიზაციური უფსკრული, საითკენაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, სწორედ ამ ანგარიშშიც არის კიდევ ერთხელ ასახული, როდესაც ჩვეულებრივი ცენზურით, არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატაროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×