რეზონანსი
03.02.2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

მათი შეფასებით, ევროკომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლისთვის, რასაც მათი თქმით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოჰყვა. განცხადებაში ასევე, საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე. 

„შეჯამების სახით: თავისი ყოვლისმომცველი 10-წლიანი ცენზურის კამპანიის ფარგლებში, ევროკომისიამ

- წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა ამერიკის შეერთებულ შტატებში

- მიზანში ამოიღო აშშ-ის პოლიტიკური შინაარსის კონტენტი ცენზურისთვის; 

- და ჩაერია ევროპის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში“ - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×