რეზონანსი
03.02.2026

 პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენისთვის ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე ოთხწლიანი პატიმრობა და საჯარო თანამდებობის დაკავების ხუთი წლით აკრძალვა მოითხოვეს, - ამის შესახებ „როიტერი" წერს.

ამასთან, როგორც „როიტერი" იუწყება, პროკურორებს სასჯელის დაუყოვნებლივ აღსრულება არ მოუთხოვიათ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში მოსმენა 13 იანვარს დაიწყო. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×