რეზონანსი
03.02.2026

 "გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე, რომ პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს" - თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი თამარ ვეფხვაძე

მსჯე­ლო­ბა იყო ძა­ლი­ან მწვა­ვე, ემო­ცი­უ­რიც და საქ­მი­ა­ნიც. ძა­ლი­ან ბევ­რი მწვა­ვე შე­კი­თხვა და­ის­ვა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რმა, ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა თა­მარ ვე­ფხვა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზვი­ად გა­ბი­სო­ნი­ა­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ვე­ფხვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რის შე­დე­გად გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი და იმე­დის მომ­ცე­მი მო­ლო­დი­ნე­ბი გაჩ­ნდა, თუმ­ცა არა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის არ­გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან, მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცალ­სა­ხად გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და ამ ეტაპ­ზე მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ტა­ლებ­სა და იმ სა­კი­თხებ­ზე, რათა პრო­ცე­სი იყოს მი­ნი­მა­ლუ­რად მტკივ­ნე­უ­ლი.

"დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან სა­ჭი­რო შეხ­ვედ­რა. ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც იყო, რად­გან კარ­გი იქ­ნე­ბო­და ამ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რა უფრო ად­რეც ყო­ფი­ლი­ყო. ასე­თი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას გას­ცემ­და პა­სუხს და ვნე­ბა­თა­ღელ­ვის მუხტს, სა­ვა­რა­უ­დოდ და­წევ­და. მსჯე­ლო­ბა იყო ძა­ლი­ან მწვა­ვე, ემო­ცი­უ­რიც და საქ­მი­ა­ნიც. ძა­ლი­ან ბევ­რი მწვა­ვე შე­კი­თხვა და­ის­ვა. ახლა ვე­ლო­დე­ბით მი­ნის­ტრის ჩა­მობ­რძა­ნე­ბას. და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია, რომ მი­ნის­ტრი შეხ­ვდე­ბა რო­გორც თსუ-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე სტუ-ს. ვფიქ­რობ, უფრო მეტ დე­ტალს შემ­დგე გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი და იმე­დის მომ­ცე­მი მო­ლო­დი­ნე­ბი შე­იქ­მნა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან არა. ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ ცალ­სა­ხად გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია , ახლა მსჯე­ლო­ბა მი­დის დე­ტა­ლებ­ზე, იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ პრო­ცე­სი იყოს მი­ნი­მა­ლუ­რად მტკივ­ნე­უ­ლი",- გა­ნა­ცხა­და თა­მარ ვე­ფხვა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×