
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
ზვიად გაბისონიას განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ექნებათ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.