რეზონანსი
03.02.2026

 „ფეიკნიუს ნიუ იორკ თაიმსმა" რატომ არ შეცვალა თავისი ყალბი სტატია ჰარვარდში არსებული კორუფციისა და ანტისემიტიზმის შესახებ? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს" მემარცხენეების „კორუმპირებული, უპრინციპო და საცოდავი ინსტრუმენტი" უწოდა.

„ისინი არასდროს მოითხოვენ ფაქტებს ან ფაქტების გადამოწმებას, რადგან „თაიმსი" მემარცხენეების კორუმპირებული, უპრინციპო და საცოდავი ინსტრუმენტია. ბოლო არჩევნებში ჩემზე მხოლოდ უარყოფითად წერდნენ და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. ყველასთვის, ვინც იცის, რომ მათ ნულოვანი სანდოობა აქვთ, ყველაზე დაბალი დონის ნაგვები არიან. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც სწრაფად კლებადი ტირაჟი მათ აიძულებს, საკუთარი კარი საბოლოოდ დახურონ. ეს შესანიშნავი ამბავი იქნებოდა ამერიკისთვის", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×