რეზონანსი
03.02.2026

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს, რომ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოში უცხოური ფინანსური გავლენების შეზღუდვას.

„ამ კანონმდებლობით ვინ უშლის ვინმეს პოლიტიკაში ყოფნას ან პოლიტიკურ აქტივობას?! ჩვეულებრივად შეუძლიათ პოლიტიკური აქტივიზმი. ერთადერთი, რაც არის შეზღუდული და კიდევ უფრო მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ თუ პოტენციური შავი ხვრელი არსებობს, რაზეც ქალბატონი მარტა კოსი იმუქრება, რომ კანონს გვერდს აუვლის და შემოიტანს გაორმაგებულ დაფინანსებას, ეს უნდა ამოვავსოთ.

ჩვენს ქვეყანაში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უცხოელ აქტორს ეკრძალება პარტიის დაფინანსება, იმიტომ რომ უცხოურ დაფინანსებას მოჰყვება უცხოური ინტერესი და ეს არის ყოვლად მიუღებელი. ამ შემთხვევაშიც იმავეს ვსაუბრობთ.

ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაზე უცხო ჩარევებისგან. უცხო ჩარევა რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე ვნახეთ - აშშ-მ პირდაპირ ამხილა თავისივე ინსტიტუტები. არავის პოლიტიკური მოღვაწეობა არ ეკრძალება, უბრალოდ უცხოურმა ფულმა არ უნდა დააფინანსოს შენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×