რეზონანსი
03.02.2026

ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე „ინვესტიციების მომავალი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის მარტივი ბიუროკრატია, რაც ეკონომიკური საქმიანობისთვის კარგ პირობებს ქმნის.

„გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო, გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა: სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×