რეზონანსი
03.02.2026

"ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად “ჯვარსკი“ დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს“ - შსს-მ ბოლო 24 საათში “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 45 პირი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 45 პირი და­ა­კა­ვეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ვაჟა სი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კი­დევ 15 პირს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა – ნა­წილს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ნა­წილს კი და­უს­წრებ­ლად, მათ შო­რის 3 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი ეწყო­ბო­და, რომ­ლებ­შიც სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ - სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (თვა­ლჭ­რე­ლი­ძე) მეტ­სა­ხე­ლად „სუხო“ და პეტ­რე ბაქ­რა­ძე მეტ­სა­ხე­ლად „პა­ა­ტა ტბი­ლის­კი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ისი­ნი ერ­თვე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და ერთ-ერთი მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ, ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ რე­ვაზ უბი­ლა­ვა მეტ­სა­ხე­ლად „ჯვარ­სკი“ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის - დე­დი­სა და ძმის დახ­მა­რე­ბით, აწყობ­და ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს და გა­მოჰ­ქონ­და ე.წ. „ქურ­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე მათ­გა­ნი სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სა და ე.წ. „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ის მიერ ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×