რეზონანსი
03.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ  გახსნა.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ⁠ჯარიმების გადახდა, ⁠გასაჩივრება,  საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ⁠ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, ⁠არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა.

საპატრულო პოლიციის სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში.

საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და  მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესების  მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო  მსგავს პროექტებს   სამომავლოდ  სხვა ქალაქებშიც განახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×