რეზონანსი
02.02.2026

მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას დეპუტატზე, ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გონჩარენკოს ცნობით, 3 თებერვალს უკრაინის უმაღლესი რადას მე-15 სესია გაიხსნება და ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სიტყვით გამოვა.

„ხვალ, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა", - წერს გონჩარენკო „ტელეგრამის" არხზე.

მარკ რუტეს კიევში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ნატო-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×