რეზონანსი
02.02.2026

ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ვოლსკის თქმით, დებატების საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს.

„მე მგონი არ ვიქნებით მე და თქვენ ძალიან დაშორებული მოსაზრებებით, თუ ვიტყვით, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები. აუცილებლად შეიქმნება სირთულეები, აუცილებლად იქნება ბარიერები ამ პროცესის განვითარების წინააღმდეგ აღმართული, მაგრამ პირველი ნაბიჯები, ამხელა სტაგნაციის პერიოდიდან, გადასადგმელია. შემდეგ გაფართოვდება ეს, გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვან გარემოებად, უფრო მნიშვნელოვან სეგმენტად იქცევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის. თქვენ შეკითხვაზე პასუხი არის ცალსახა - ეს სჭირდება საზოგადოებას.

ეს სჭირდება საზოგადოებას იმისათვის, რათა ერთმანეთში გაარკვიონ ვის რა პოზიცია აქვს და ვინ უფრო მოსაწონია ამომრჩევლისთვის. საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გეგმებში, რაც არსებობს მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×