რეზონანსი
02.02.2026

პოლონეთის სეიმის მარშალმა, ვლადიმირ ჩაჟასტემ ვარშავაში, სეიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას, რადგან მისი განმარტებით, ტრამპი ამას არ იმსახურებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლონეთის სეიმის მარშალმა ასე უპასუხა მიმართვას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის პრემიაზე წარდგენისთვის მხარდაჭერას ითხოვდა.

„2025 წელს სხვას არავის გაუკეთებია ამაზე მეტი მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, - წერენ დოკუმენტის ავტორები.

გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ ჩაჟასტემ განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი, რომელშიც მისგან ითხოვდნენ, ნობელის მშვიდობის პრემიაზე პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.

ეს იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას ერთობლივი ინიციატივა, რომლებმაც მოითხოვეს, განაცხადი ნორვეგიის ნობელის კომიტეტისთვის წარედგინათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×